ქართული ზეპირსიტყვიერების ნაკვალევზე
პროექტის სახელწოდება: ''ქართული ზეპირსიტყვიერების ნაკვალევზე''
პროექტის მთავარი იდეა: გამოუქვეყნებელი, მივიწყებული, მკითხველისათვის უცნობი ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების მოძიება-შეგროვება.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები (თავიანთ რაიონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე) მოიძიებენ ქართული ფოლკლორის გამოუქვეყნებელ, მივიწყებულ ნიმუშებს. შეხვდებიან სოფლის უხუცესებს და მათგან ჩაიწერენ მასალებს. დააკვირდებიან მოძიებული მასალის თემატიკას, შინაარსს, მხატვრულ მხარეს, ლექსიკურ ერთეულებს; იმუშავებენ მათი შექმნის ეპოქის დადგენაზე და შეისწავლიან იმ ეპოქის თავისებურებებს. მოძიებული ნიმუშებით შეადგენენ და გამოსცემენ კრებულის ელექტრონულ ვერსიას.
მოსწავლეთა ასაკი/ კლასები: მე-6– მე-7 კლ-ები.
ვადები / ხანგრძლივობა: ხუთი თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ფოტო და ვიდეომასალის ჩვენება, მოძიებული მასალის თემატურ-იდეური და მხატვრული ანალიზი, დისკუსიები, ესეების დაწერა, მხატვრული კითხვა, ნამუშევრების განთავსება ბლოგში და კრებულის ელ. ვერსიის შედგენა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გამოიმუშავებენ და ხვეწენ ინტერვიუს აღების უნარს, იძენენ კომუნიკაციის უნარს, ერთმანეთს აცნობენ ქართული ზეპირსიტყვიერტების მათ მიერ მოძიებულ ნიმუშებს, გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხურ ქმნილებებს, ჩამოუყალიბდებათ მხატვრული გემოვნება, პატივისცემა და სიყვარული ეროვნული ფასეულობების მიმართ...
საგნებთან // საგნობრივ ჯგუფებთან // ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ლიტერატურა: – შეისწავლიან ახალ ნაწარმოებებს და გაიღრმავებენ ცოდნას, გამოიმუშავებენ ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს, ჩამოუყალიბდებათ მხატვრული გემოვნება...
ისტორია:– კვლევის უნარის განვითარება, ეპოქის თავისებურებების შესწავლა, პარალელის გავლება ისტორიულ მოვლენებთან...
გეოგრაფია:– დააკვირდებიან შესაბამისობას მოძიებული მასალის შინაარსსა და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას შორის.
ხელოვნება:– მოსწავლეები გააკეთებენ ჩანახატებს, გადაიღებენ ფოტოებს და განათავსებენ ფოტოალბომებში.
პროექტის ხელმძღვანელი: ნატალია ზამბახიძე
ელ. ფოსტა: nataliazambaxidze@gmail.com
No comments:
Post a Comment